воскресенье, 27 марта 2016 г.

დღე მეორე

                                                       
   დღეს ვისწავლე ბლოგში მუშაობა რომელიც დამეხმარება მშობლებთან კომუნიკაციაში, კოლეგებს გავაცნობ ჩემ ნამუშევრებს და მივიღებ მათგან უკუ კავშირს. ვისწავლე საინფორმაციო ჩეკლისთების შექმნა რომელიც დამეხმარება აქტივობების განხორციელებაში, პუბლიკაცია-ბროშურების დამზადება კი დამეხმარება ინფორმაციის გავრცელებაში (მშობლებთან, კოლეგებტან, სამიზნე ჯგუფთან). ვისაუბრეთ პუბლიკაციის მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესში, ასევე გავეცანით პროექტის მახასიათებლებს და მათ სავალდებულო პროცედურებს.
  ვთვლი საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგი იყო, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
  მსურს დავგეგმო პროექტი ,,ბიბლიოთეკის ტყვეობაში"  ჩემი მიზანია მოსწავლეებმა გაიფართოვონ თვალსაწიერი, გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი, დაეუფლონ კომუნიკაციის, ჯგუფური მუშაობის უნარებს. შეძლონ ელექტრონული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში.