суббота, 23 апреля 2016 г.

ტრენინგის IX დღე



     ტრენინგის მე-9 დღეს  განვიხილეთ    მოდული 8: სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება კიდევ ერთხელ შევამოწმეთ ჩვენი საქაღალდეები, დავასრულეთ დარჩენილი სამუშაოები, ავტვირთედ ბლოგებზე და ერთმანეთს შევუფასეთ პორტფოლიოები.

    ასე  დასრულდა ჩვენი ტრენინგი, რომელიც ძალიან საინრერესოდ მიმდინარეობდა.
ტრენინგის ძირითადი თემა იყო,,პროექტებზე დაფუძნებული სწავლება" იმისათვის რომ სრულყოფილად და სწორად წარმართო სასწავლო პროცესი საჭიროა თვითონ ფლობდე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი დიდ დახმარებას გვიწევს მასწავლებლებს როგორ დავგეგმოთ, წარვმართოდ და შევაფასოდ სასწავლო პროექტები. ეფეკტურად გამოვიყენოთ ი.ს.ტ. სასწავლო პროცესში. დიდი მადლობა ინტელს და განსაკუთრებით ჩვენ ახალგაზრდა ენერგიულ ტრენერს დიმიტრი პოპოვს.



ჩემი პროექტი

пятница, 15 апреля 2016 г.

დღე მეშვიდე

 დღეს განვიხილეთ მე-5 მოდუი: მოსწავლეთა პროექტების შეფასება კერძო

  •  მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა
  •   მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის ხელმეორედ გადახედვა 
  • შეფასების ბიბლიოთეკის განხილვა
  • შეფასების სტრატეგიების განხილვა
 გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრებს და მოვახდინეთ საკუთარ პროექტთან ადაპტირება.შევადგინეთ  ერთ კონკრეტულ ჯგუფზე თანამშრომლობითი (კოლაბორაციული) შეფასება. დღევანდელი ტრენინგიც ძალიან სასარგებლო და საინტერესო იყო, რომელიც აუცილებლად გამომადგება ჩემი პედაგოგიუური საქმიანობის დროს.დიდი მადლობა ჩვენ ტრენერს .

воскресенье, 10 апреля 2016 г.

დღე მე-6

დღეს განკიხილეთ მე-4 მოდული  კერძოდ სასწავლო ნიმუშების შექმნა.
განვიხილეთ  სასწავლო პროექტის გეგმა,გავეცნით გეგმის ნიმუშებს , მოსწავლის ნაშრომის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვას და მოსწავლის პერსპექტივიდან დანახულ სასწავლო პროცესს.  მეც შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ჩეკლისტი და მოსწვლის სავარაუდო საპრეზენტაციო სლაიდი. ტრენინგიც და მუშაობის პროცესიც ძალიან საინტერესო იყო. 

суббота, 9 апреля 2016 г.

V დღე

დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან მრავალფეროვანი , ამავდროულად ძალიან საინტერესო.
განვიხილეთ შემდეგი თემები:
მასწავლებლის პორთფოლიოს დასრულება და ბლოგზე ატვირთვა
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა
ინტერნეტის გამოყენება
ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენება
   ავტვირთეთ საპრეზენტაციო სლაიდები, შევუფასეთ და კომენტარები გავუკეთეთ ერთმანეთს წყვილებში. ვისწავლეთ გაჯეტების ჩაშენება ბლოგზე. ანიმაციების გადმოწერა და თეთრი ფონის მოშორება.
  ვფიქრობ აქტიურად გამოვიყენებ დღევანდელ ნასწავლს, ვამუშავებ ბავშვებს სახალისო და საინტერესო პროექტების დაგეგმვა-განხორციალებზე. 

ჩემი პროექტის პორტფოლიო


воскресенье, 3 апреля 2016 г.

მეოთხე დღე

დღეს განვიხილეტ შემდეგი თემები:
  • შეფასების სხვადასხვა მეთოდი
  • შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
  • პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე
ძალიან მომეწონა, სასარგებლო და საინტერესო იყო. დიდი მადლობა ჩვენს ახალგაზრდა ტრენერს, საკმაოდ კარგად გადმოგვცა  ყველაფერი. ვფიქრობ არა მარტო ამ პროექტის ფარგლებში არამედ სასწავლო პროცესშიც აქტიურად გამოვიყებებ დღევანდელ დღეს მიღებულ ცოდნას.

суббота, 2 апреля 2016 г.

მესამე დღე

   ტრენინგის მესამე დღე ისევე როგორც წინა დღეები ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო. გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას. ვისწავლეთ სტანდარტის გათვალისწინებით გეგმაზე მუშობა და  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმა. ვფიქრობ საკმაოდ აქტიურად გამოვიყებებ სასწავლო პროცესში დღევანდელ დღს მიღებულ ცოდნას.